საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს

საქართველოს საპატრიარქო მიხეილ სააკაშვილთან და გიული ალასანიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოში მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სინოდის სხდომაზე საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე გასამართ წმინდა კრებაზე წასვლის საკითხი განიხილება.

სინოდის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა მეუფე პეტრე ჭყონდიდელმა. როგორც მან აღნიშნა, შესაძლოა, წმინდა კრებაზე წაუსვლელობის საკითხიც დადგეს.

“ვილოცოთ, რომ საქართველოს ეკლესიამ, როგორც ყოველთვის, გააცხადოს ნება ღვთისა და გააკეთოს სწორი არჩევანი. შესაძლოა, განიხილოს წმინდა კრებაზე წაუსვლელობის საკითხი. მივესალმებით, თუ ავირიდებთ ამ განსაცდელს. არის საკითხები, რომლებიც დოგმატური საკითხების დარღვევას შეიცავს ეკუმენისტური აზროვნების და მოძრაობის სახით, რომელსაც ემიჯნება მართლმადიდებლური სწავლება. ჩვენთვის მთავარია მართლმადიდებლობა დავიცვათ ისე, როგორც დაიცვეს ჩვენმა წინაპრებმა ათასწლეულების განმავლობაში”, – განაცხადა ჟურნალისტებთან მეუფე პეტრე ჭყონდიდელმა.

banner
წინა სტატიაშიავსტრიული გამოცემა „Wiener Zeitung“ საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ინტერვიუს აქვეყნებს
შემდეგი სტატიაგურჯაანში ”ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ღვინიაშვილი იქნება