15.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 17, 2026
banner

საქართველოს საპატრიარქოში მესამე და შემდგომი შვილის საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის რეგისტრაცია იწყება

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, იწყება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ დაარსებული და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მიერ გაგრძელებული მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთოთხმეტე ეტაპი

ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში ამა წლის 8 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით (11, 12 და 13 სექტემბრის გარდა) 12 საათიდან 16 საათამდე.

რეგისტრაციისთვის მშობლებმა თან უნდა იქონიონ შემდეგი საბუთები:

  • მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;

  • მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები;

  • შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები.

საკონტაქტო ტელეფონები:

  • 593 90 08 10

  • 558 65 11 59

  • 593 46 45 71

banner
წინა სტატიაშინასაკირალში ადგილობრივებმა დაარბიეს სახლი, სადაც 62 წლის ქალის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული ცხოვრობდა
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: დარწმუნებული ვარ, ირაკლი ღარიბაშვილს ახალ ბრალს წარუდგენენ