14.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

საქართველოს საპატრიარქოში განმარტავენ, რომ დღეს მღვდელმთავრების რაიმე განსაკუთრებული შეხვედრა დაგეგმილი არაა

საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, რომ დღეს მღვდელმთავრების რაიმე განსაკუთრებული შეხვედრა დაგეგმილი არაა.

როგორც მათ მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დღეს ჩვეულებრივი სამუშაო დღის წესრიგია და არ იგეგმება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების თარიღის განსაზღვრა.

„მედიასივრცეში გავრცელებული ვარაუდებიდან და არაზუსტი ინფორმაციიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ დღეს საქართველოს საპატრიარქოში არ არის დაგეგმილი მღვდელმთავრების რაიმე განსაკუთრებული შეხვედრა. ჩვეულებრივი სამუშაო დღის წესრიგია და არ იგეგმება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების თარიღის განსაზღვრა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიGlobal Finance-მა საქართველოს ბანკი GEN AI-ის დანერგვისთვის რეგიონულ ინოვატორებს შორის დაასახელა
შემდეგი სტატიაივანე ჩხაიძე: გრიპის ვირუსის სეზონი უკვე დასრულებულია და ახლა ქვეყანაში შემდეგი ვირუსები ცირკულირებენ