საქართველოს საპატრიარქოს შავ-ბნელმა პოლიტიკამ და ინტრიგებმა უახლოეს წარსულში არცერთ მთავრობას არ მისცა სახელმწიფოს ნორმალური განვითარების საშუალება

საქართველოს საპატრიარქოს შავ-ბნელმა პოლიტიკამ და ინტრიგებმა უახლოეს წარსულში არცერთ მთავრობას არ მისცა სახელმწიფოს ნორმალური განვითარების საშუალება და ასე გრძელდება დღემდე. ამის კვალდაკვალ საპატრიარქოს დაცარიელებული ”პანდორას ყუთები” ივსება და ივსება ოქრო-ვერცხლით, რომელიც ეკლესიის, როგორც მთლიანი კრებულის გადაუდებელ საჭიროებებს კი არ ხმარდება, არამედ, პატრიარქისა და მის გარშემო შეკრებილი წურბელების კეთილდღეობას. იმ დროს, როდესაც ჩვენი ქვეყანა რუსეთისგან ყოველდღიურ ანექსიას განიცდის, ხელოვნურ, ე.წ. საზღვართან მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები შიმშლობენ, საპატრიარქო თავს უფლებას აძლევს და ამერიკაში აგზავნის საკმოად მოცულობით დელეგაციას( რომელსაც ასევე მოცულობითი ფინანსები სჭირდება) , რომ იქ რაღაც, სრულიად არასაჭირო იუბილეს დაესწრონ. ეს არის ძარცვა ჩვენი მოსახლეობის, ეს არ დაცინვა ყველა იმ ადამიანისა, ვისთვისაც რწმენა რამეს წარმოადგენს.

ამას ემატება ფიქტიური წმინდა სინოდის თითქმის მთლიანდ გაუქმება და ეკლესიის მიტაცება.

თუ წელს წმინდა სინოდი მოწვეული არ იქნება, გამოსავალი მხოლოდ ერთ რამეშია – ეპისკოპოსთა ნაწილმა, ვისთვისაც ძვირფასია ეკლესია, სიტყვიერი შეგონებების ნაცვლად უნდა მოაწყოს კრება და
გ ა დ ა ა ყ ე ნ ო ს სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი ( რისი უფლებაც მოცემულ შემთხვევაში აქვთ ეპისკოპოსებს) და ახალი პატრიარქის არჩევამდე ეკლესიის მართვა გადაიბაროს.

სხვა შემთხვევაში ქრისტეს ეკლესიის გვემა კიდევ დიდხანს გაგრძელდება, თუ, ღმერთმა არ ქნას და მოსაყდრე დასვეს ახალ პატრიარქად.

თეოლოგებს რაც შეგვეხება, ყველა ეკლესიის მეთაურს (გარდა ჩვენი პატრიარქის პატრიარქს, კირილს), დავუგზავნით წერილებს საქ. მართლ. ეკლესიის სავალალო მდგომარეობის შესახებ, რომ, იქნებ როგორმე ერთობლივად გვიშველონ.

ზვიად ცაბაძე
თეოლოგი

banner
წინა სტატიაშიმამაკაცს, რომლის სახლშიც აფეთქება მოხდა, ძლიერი დამწვრობა აქვს მიღებული
შემდეგი სტატიაშსს-მ გურამიშვილის გამზირზე აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო