21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სტუმრები უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ მიიღო. ასევე, შეხვედრას ესწრებოდნენ მაღალი იერარქიის სხვა სასულიერო პირები.

საპატრიარქო რეზიდენციაში იმყოფებოდნენ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე, ასევე, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველი.

საქართველოს საპატრიარქო, რუსული დელეგაციის ვიზიტს ორი დღის განმავლობაში მალავდა. რუსეთის საპატრიარქოს პრესრელიზიდან დგინდება, რომ 28 სექტმებერს თბილისში ჩამოსულ რუს სასულიერო პირებს, დახვედრა მოუწყვეს თბილისის საერთაშორსო აეროპორტიში. 29 სექტემბერს კი იმყოფებოდნენ, გორსა და მცხეთაში.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე ისაუბრეს, ასევე ყურადღება გამახვილდა “მტკივნეულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე” და იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, რათა გამოინახოს გზები, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შესაძლებლობა ჰქონდეს, ადგილობრივ მრევლთან ურთიერთობა დაამყაროს.

banner
წინა სტატიაშიკვიჟინაძე: 2027 წლის ბიუჯეტის პროექტით იზრდება პენსიები და საჯარო სექტორის ხელფასები
შემდეგი სტატიაანდრია ჯაღმაიძე: მოსკოვის დელეგაციასთან შეხვედრაზე ხაზგასმით ითქვა, რომ ოკუპირებული რეგიონების საკითხი მოუშუშებელი ჭრილობაა