საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დაბადებიდან 82 წლის იუბილეს აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ღვთისმოსავ ოჯახში დაიბადა.

ა.წ. 24-25 დეკემბერს მისი უწმიდესობის და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II აღსაყდრების დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად სტუმრად ეწვევა უკრაინის ეკლესიის მეთაური, მისი უნეტარესობა ონოფრე, მიტროპოლიტი კიევისა და სრულიად უკრაინისა. ისინი ჩამოაბრძანებენ წმიდა ნაწილებს წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელისა, რომლის ხსენებაც 25 დეკემბერს აღინიშნება.
წმიდა ნაწილები წირვა-ლოცვის დროს 24-25 დეკემბერს დაბრძანებული იქნება წმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში და ხალხს ექნება საშუალება თაყვანისცემისა.
ლოცვა დაიწყება 18.00 საათზე, ხოლო წირვა 10.00 საათზე.

banner
წინა სტატიაში(video) პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა დაასახელა
შემდეგი სტატიატრამპმა ატომურ მარათონში აშშ-ს მზაობაზე განაცხადა