საქართველოს საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 13, 2018 22:08

საქართველოს საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

“ჩვენი მოქალაქეები შესძრა ბოლო დროს თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა.
მიუხედავად იმისა, რომ ნარკოტიკების გამავრცელებლებთან ბრძოლა როგორც ჩვენთვის, ისე ხელისუფლებისა და მთელი მოსახლეობისათვის აუცილებლებლობას წარმოადგენს, საზოგადოების ნაწილში ჩატარებულმა სპეცოპერაციამ კითხვები გააჩინა (თუმცა, შესაბამის უწყებას ამასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია აქვს); მაგრამ უნდა ითქვას ისიც, რომ უარყოფითი დიდი მუხტი შემოიტანა მთავრობის სასახლის წინ შეკრებილი ახალგაზრდების ნაწილის განცხადებებმა და ქცევამა და წარმოშვა საფუძველი კონტრ-აქციის ჩატარებისა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მივმართავთ ყველას, ვინც თავს თვლის საქართველოს ეკლესიის შვილად, თავი შეიკავონ დაპირისპირებისაგან, რომ არ გახდნენ მიზეზნი სერიოზული პროვოკაციისა”-აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს  სპეციალურ განცხადებაში.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 13, 2018 22:08