საქართველოს საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
“მწუხარებით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა ვახტანგ გამრეკელი – შვილი ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტ იოანესი (გამრეკელი).
ახლადშესვენებული ვახტანგი დასვენებულია თბილისში, ნუცუბიძის ქუჩა N193-ში, ხოლო სამშაბათს, 3 მარტს, დილით, 11 საათზე გადასვენებული იქნება საბურთალოს სასაფლაოზე მდებარე წმინდა ნინოს ეკლესიაში.
დაკრძალვა შედგება 3 მარტს,14:00 საათზე.
ვუსამძიმრებთ მეუფე იოანეს და ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ვახტანგის ხსოვნა და შევთხოვთ უფალს აცხონოს მისი უკვდავი სული”,_ აცხადებს საპატრიარქო.
















