საქართველოს საპატრიარქო: ილია მეორისთვის კორონავირუსზე ტესტის ჩატარება არ იგეგმება

region
ავტ.: region იანვარი 9, 2021 14:21

საქართველოს საპატრიარქო: ილია მეორისთვის კორონავირუსზე ტესტის ჩატარება არ იგეგმება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის ამ ეტაპისთვის ტესტის ჩატარება არ იგეგმება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„დღეს საქართველოს საპატრიარქოში რ. ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის (ლაბორატორია) წარმომადგენლები საპატრიარქოს თანამშრომლებს PCR ტესტირებას ჩაუტარებენ.

აღსანიშნავია, რომ ასეთი ტესტირება საპატრიარქოს თანამშრომლებსა და სასულიერო პირებს პერმანენტულად უტარდებათ.

რაც შეეხება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამ ეტაპისთვის მისთვის ტესტის ჩატარება არ იგეგმება. მისი უწმინდესობა თავს კარგად გრძნობს“, – აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

region
ავტ.: region იანვარი 9, 2021 14:21