საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატების მსოფლიო სამიტის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატების მსოფლიო სამიტის წარმომადგენლებს შეხვდნენ

იტალიაში ვიზიტის ფარგლებში, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი და საპარლამენტო დელეგაციის წევრები ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატების მსოფლიო სამიტის (World Summit of Nobel Peace Laureates) წარმომადგენლებს შეხვდნენ.

„საინტერესო შეხვედრა შედგა საქართველოს დელეგაციასა და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატების მსოფლიო სამიტის წარმომადგენლებს შორის. მოგეხსენებათ, ნობელის პრემია მშვიდობის განმტკიცებაში გადაეცემათ პირებს, რომლებმაც საუკეთესო და განსაკუთრებულად დიდი სამუშაო შეასრულეს ხალხებს შორის ძმობის განსამტკიცებლად და მშვიდობის დასამყარებლად. შეხვედრაზე მჭიდრო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ვისაუბრეთ“,- განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს – თავისუფალია 28 სამხედო და 13 მშვიდობიანი მოქალაქე
შემდეგი სტატიარუსეთს უკრაინის პორტებში 90 მილიონი ტონა მარცვლეული აქვს ბლოკირებული – შმიგალი