საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერის კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, აშშ-ში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

ქართველი კანონმდებლები IRI-ის პრეზიდენტს დენიელ თვინინგს და IFES-ის ვიცე-პრეზიდენტს მაიკლ სვეტლიკს შეხვდნენ.

პარლამენტარებმა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საარჩევნო და მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს ამბიციური დემოკრატიული დღის წესრიგის მნიშვნელობა და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. ქართული დელეგაციის ვიზიტი ვაშინგტონში 19 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება და მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაღრმავებას აშშ-ის შესაბამის უწყებებთან და საერთაშორისო ინსტიტუტებთან.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან საქართველოს პარლამენტის წევრი, ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია.

banner
წინა სტატიაშითბილისის საკრებულოში ერეკლე კუხიანიძის საკითხის განხილვა დღის წესრიგიდან მოიხსნა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : არასოდეს გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში ისეთი დაცული არ ყოფილა, როგორც არის დღეს