საქართველოს სამუშაო ვიზიტით ვენეციის კომისიის დელეგაცია ეწვევა

20 იანვარს თბილისს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მოწვევით სამუშაო ვიზიტით ვენეციის კომისიის დელეგაცია ეწვევა.

დელეგაცია, რომელსაც ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო ხელმძღვანელობს, შეხვედრებს გამართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებთან და საქართველოს პრეზიდენტთან.

ვიზიტის პირველ დღეს, კომისიის დელეგაცია საქართველოს პარლამენტს ეწვევა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ვენეციის კომისიის დელეგაცია საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებს“ და უმცირესობაში შემავალ ფრაქციების წარმომადგენლებსაც შეხვდებიან.

banner
წინა სტატიაშითანხების არამიზნობრივი ხარჯვა სახელმწიფოსა და პაციენტის ხარჯზე – სერგეენკო კლინიკებს ტყუილსა და მანიპულირებაში ამხელს
შემდეგი სტატიაNDI-ის კვლევების თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში ინფორმაციის მთავარი წყარო ტელევიზია იყო