საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება მრავალფეროვანი და პოლარიზებულია

gfdr„ქვეყნები გარდამავალ პერიოდში 2016“ – ამ სათაურით აქვეყნებს ანგარიშს Freedom House-ი, რომლის ერთ-ერთ თავში საუბარი საქართველოზეა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება მრავალფეროვანი და პოლარიზებულია.
“სამოქალაქო საზოგადოების სექტორში არსებობს მოსაზრება, რომ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკუთვნის’ რომელიმე პარტიას, მოძრაობას ან პიროვნებას. განსხვავებული პოზიციების მქონე არასამთავრობოები ზოგჯერ ღია და ფიზიკურ კონფრონტაციაზეც გადადიან” – ნათქვამია ანგარიშში და 2015 წლის მარტში, “თავისუფალი ზონისა” და თავისუფალი თაობის” აქტვისტებს შორის მომხდარი შეტაკებაა ნახსენები.

Freedom House-ის დოკუმენტში ნათქვამია, რომ სულ უფრო მეტი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ რუსეთის სახელმწიფოსთან დაკავშირებული ჯგუფები აფინანსებენ პრომოსკოვურ “ევრაზიანისტ” არასამთავრობო ორგანიზაციებს.

ანგარიშში, საქართველოში არსებული მმართველობა შეფასებულია, როგორც „გარდამავალი ხელისუფლება ან ჰიბრიდული რეჟიმი“. რაც შეხება დემოკრატიის დონეს, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში დემოკრატიის დონე შარშანდელთან შედარებით 4,64 პუნქტიდან 4,61 პუნქტამდე გაუმჯობესდა და მე-17 ადგილზეა. ამის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დონის გაზრდაა. ასევე შენელდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო დევნის პროცესი. თუმცა, იყო სტაგნაციის ნიშნები სხვა, განსაკუთრებით მედიის თავისუფლების სფეროში.

ანგარიშის თანახმად, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მაჩვენებელი 5.00 პუნქტიდან 4.75 პუნქტამდე გაუმჯობესდა.

ანგარიშის თანახმად, შარშანდელთან შედარებით არ შეცვლილა, ანუ არ გაუმჯობესებულა და არ გაუარესებულა მდგომარეობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეროვნული დემოკრატიული მმართველობა (5,50 პუნქტი), საარჩევნო პროცესი ( 4,50 პუნქტი), სამოქალაქო საზოგადოება (3,75 პუნქტი), დამოუკიდებელი მედია (4.00 პუნქტი), ადგილობრივი დემორკატიული მმართველობა (5,25 პუქნტი), კორუფცია (4,50 პუქნტი).

banner
წინა სტატიაშინიგერიელი ისლამისტები ბავშვ-თვითმკვლელებს მასობრივად იყენებენ
შემდეგი სტატიაშოთა უტიაშვილი პროკურატურას „რუსების ყმას“ უწოდებს