საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო – საერთაშორისო რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვა 31 ივლისამდე გახანგრძლივდა

region
ავტ.: region ივნისი 25, 2020 15:45

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო – საერთაშორისო რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვა 31 ივლისამდე გახანგრძლივდა

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მგზავრთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და მოქმედებს 2020 წლის 31 ივლისის ჩათვლით.

„გაცნობებთ, რომ საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და მოქმედებს 2020 წლის 31 ივლისის ჩათვლით. აღნიშნულის შესახებ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე აცნობა ავიაკომპანიებს, რომლებიც რეგულარულ რეისებს ახორციელებდნენ საქართველოს მიმართულებით.

რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება მსოფლიოში და საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით. გამომდინარე იქედან, რომ ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია და გლობალურ დონეზე, პერიოდულად იცვლება გადაწყვეტილებები სასაზღვრო და სამგზავრო შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით, მოქალაქეებს და მგზავრებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამა თუ იმ მიმართულებით ბილეთების შეძენისაგან, სანამ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თარიღის და დადასტურებული ფრენის განრიგების შესახებ ცნობილი არ გახდება ოფიციალური წყაროების მეშვეობით.

ამასთან გაცნობებთ, რომ საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენამდე, გაგრძელდება მრავალჯერადი ჩარტერული რეისების განხორციელება რამდენიმე მიმართულებით. აღნიშნულ ავიარეისებთან დაკავშირებული ინფორმაცია ცნობილი გახდება ფრენის ნებართვების მინიჭებისთანავე“, – ნათქვამია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

region
ავტ.: region ივნისი 25, 2020 15:45

Google სტატისტიკა


4,431
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics