საქართველოს სამხედრო გზაზე, დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილას გვირაბის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

საქართველოს სამხედრო გზაზე, დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილას გვირაბის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.

პროექტის ფარგლებში აშენდება 1,7კმ-იანი სიგრძის გვირაბი, რომლის სავალი ნაწილის სიგანე 8,5 მეტრი იქნება. გვირაბის მშენებლობა მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, მისი ღირებულება 47 მილიონ ლარს აღემატება. სამუშაოების დასრულება 2018 წლის მარტში იგეგმება.

„ეს გვირაბი ძალიან მნიშვნელოვანია ხეობისთვის, რადგან ჩვენ სატრანზიტო გზაზე ვიმყოფებით, და დევდორაკის ხეობამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან დიდი ზიანი მოგვაყენა. აქედან გამომდინარე, რომ ავაშოროთ ეკონომიკას ეს ზარალი და ასევე უსაფრთხო გავხადოთ მოძრაობა ამ ტერიტორიაზე, ამ გვირაბის მშენებლობა აუცილებელი იყო”, — განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ.

საქართველოს სამხედრო გზა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მაგისტრალია. ზამთარში რთული კლიმატური პირობების გამო გზა ხშირად იკეტება, რაც სერიოზულ პრობლემებს ქმნის.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად ეს არის ერთადერთი მოქმედი საავტომობილო გზა, რომელიც საქართველოს და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს.

ღვარცოფები, მეწყრული ნაკადები და წყალდიდობები აგრეთვე ქმნის პრობლემებს. ეს 2014 წლის მაისში გამოჩნდა, როდესაც დევდორაკის მყინვარის ძირში საქართველოს სამხედრო გზის მონაკვეთზე დიდი ღვარცოფი ჩამოწვა. მდინარე თერგი ნაპირებიდან გადმოვიდა და გზა გაანადგურა. მაშინ ამას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.

 

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/mrdi.gov.ge/videos/1629741263725656/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაშისასამართლომ ოთარ კახიძეს 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა და 1 თვით იარაღის ტარება აუკრძალა
შემდეგი სტატიამიმდინარეობს არჯევანის ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება