საქართველოს სალეჩო თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

საქართველოს სალეჩო თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ურჩევს, მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს

საქართველოს სალეჩო თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ურჩევს, მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს“თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ! როგორც ცნობილია, ხვალ, 27 მარტს, კათოლიკური სამყარო აღნიშნავს აღდგომის დღესასწაულს; ამასთან დაკავშირებით, ვრცელდება თურქეთის პოლიციის რეკომენდაცია, რომ შესაძლო პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით მოსახლეობა შეძლებისდაგვარად მოერიდოს საზოგადოებრივ და რელიგიურ დაწესებულებსა და ხალხმრავალ ადგილებს”, – ნათქვამია თურქეთში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებაში.

მანამდე, თურქეთის პოლიციამ მოსახლოება ქვეყანაში მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ გააფრთხილა. სამართალდამცველები 27 მარტს, კათოლიკურ აღდგომას თავდასხმების განხორციელებას არ გამორიცხავენ. პოლიციის განცხადებით, ტერორისტების სამიზნე შესაძლოა, ეკლესიები, სინაგოგები, საელჩოები, საერთაშორისო ორგანიზაციების ოფისები და სხვა ობიექტები გახდეს.

banner
წინა სტატიაში„მდგომარეობა სტაბილურია, ხვალ იტყვიან საბოლოო პასუხს რა სიმძიმის დაზიანება აქვს ხერხემალს
შემდეგი სტატიახის ნაპირზე გადასატანად ზღვაში გზის მშენებლობა წვიმაში მიმდინარეობს