საქართველოს საყრდენი ყოველთვის იყო მისი მხარეები და მათი სიძლიერე, შეგვიძლია, ისტორიული გამოცდილება და თანამედროვე ევროპული მაგალითი შევაჯეროთ

სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს საყრდენი

ჩემი მიზანია, ყველაფერი გავაკეთო, რათა ჩვენი სახელმწიფოს განვითარება, მისი ევროპული მომავალი გახდეს შეუქცევადი და ვერაფერმა შეაფერხოს ჩვენი მთავარი მიზნის მიღწევა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფოს განვითარების გზა გადის გაძლიერებულ და გაცოცხლებულ რეგიონებზე.

„ვფიქრობ, ნიშანდობლივია, რომ დღეს პრეზიდენტის ინაუგურაცია ტარდება არა ქვეყნის დედაქალაქში, არამედ ერთ-ერთ რეგიონში, კახეთში, და ეს ჩემი არჩევანია.

თანამედროვე, ევროპული ტიპის სახელმწიფო გულისხმობს რეგიონებისა და დედაქალაქის თანაბარ განვითარებას. საქართველოს საყრდენი ისტორიულად ყოველთვის იყო მისი მხარეები და მათი სიძლიერე. ჩვენ შეგვიძლია, ეს ისტორიული გამოცდილება და თანამედროვე ევროპული მაგალითი შევაჯეროთ.

საქართველოს რეგიონებში არის ძალიან დიდი პოტენციალი, ამიტომ ჩვენ მათ უნდა მივცეთ მაქსიმალური შესაძლებლობები წინსვლისთვის და გავუხსნათ ახალი პერსპექტივები. ჩემი და დარწმუნებული ვარ, თითოეული ქართველის ოცნებაა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი, რაც შეიძლება მეტი ემიგრანტი დაუბრუნდეს თავის სოფელს, მიტოვებულ სახლ-კარს. ეს არის საქმე, რომელსაც სჭირდება ძალიან დიდი ძალისხმევა, მუდმივი ურთიერთობა რეგიონებში მცხოვრებ ხალხთან. ისევე, როგორც დღეს ვარ აქ, თელაველებთან, მე ჩავალ ყველა რეგიონში, ვიქნები ჩემს ხალხთან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი : დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველოს აღმშენებლობის გზაზე ყველა პრეზიდენტმა თავისი აგური დადო
შემდეგი სტატიაჯობდა თელავის ცენტრში პირდაპირ გაეროზგა ივანიშვილს სალომე ზურაბიშვილი, ვიდრე ხალხს და მსოფლიოს ის ენახა, რაც ნახა