საქართველოს სახმელეთო საზღვრებზე დღეს მოქმედი რეგულაციები შენარჩუნდება

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახმელეთო საზღვრებზე შენარჩუნდება დღეს მოქმედი რეგულაციები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.

„საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ევროკავშირის წევრ, პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურ თანამშრომლობას და რეკომენდაციის შესაბამისად, ორ კვირაში ერთხელ მოხდება როგორც საქართველოში შემომსვლელთა, ისე ჩვენი მოქალაქეების ამ ქვეყნებში შესვლის პირობების ერთობლივად გადახედვა.

ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, შესაბამისად, თითოეული გადაწყვეტილება სწორედ აქედან გამომდინარე მიიღება.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოში როგორც ჩვენი მოქალაქეების, ისე ჩვენი ქვეყნის სტუმრების, ჯანმრთელობა მაქსიმალურად იყოს დაცული“, – აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.

საქართველო გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს საზღვრებს უხსნის. ცნობილია, რა პროცედურების გავლა მოუწევთ საქართველოში ჩამოსვლისას ამ ქვეყნის მოქალაქეებს.

banner
წინა სტატიაში„ეფბიაის“ დირექტორმა ჩინეთის ქმედებებს აშშ-ის მომავლისთვის უდიდესი გრძელვადიანი საფრთხე უწოდა
შემდეგი სტატიადედაქალაქის მერია ვერის ბაღისა და თბილისის დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაციას გეგმავს