17.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1983  წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე დ.რ. ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა დ.რ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე და 362-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც  5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშითბილისში 27 წლის მამაკაცის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიამილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ნივთების ქურდობისთვის ამერიკაში 48 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს