საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიური საბჭო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიური საბჭო განცხადებას ავრცელებს და ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ომბუდსმენ ნინო ლომჯარიასა და მისი აპარატის თანამშრომლებზე გახშირებული თავდასხმის გამო.

“საჭიროდ მივიჩნევთ, შევახსენოთ ყველას, რომ სახალხო დამცველი არის კონსტიტუციური ინსტიტუტი; მისი ვალდებულებაა პირნათლად, ყოველგვარი მიკერძოების გარეშე დაიცვას ადამიანები, რომელთა უფლებები ილახება, დაიცვას ისინი ნებისმიერი წნეხისა და ზეწოლის მიუხედავად. განსაკუთრებით დიდ შეშფოთებასა და მიუღებლობას იწვევს ის გარემოება, რომ გაჟღერებული შეუწყნარებლობა, სიძულვილი, დევნისა და ძალადობისკენ მოწოდება, ხშირად, რელიგიისა და პატრიოტიზმის სახელითაა შენიღბული. რელიგიასა და სამშობლოს სიყვარულს საერთო არაფერი უნდა ჰქონდეს სიძულვილთან”, – წერია განცხადებაში.

მათივე თქმით, “ომბუდსმენის შრომას განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა აქვს ჩვენი საზოგადოების დემოკრატიული განვითარებისთვის”.

განცხადებას ხელს აწერენ:

ქართველ მუსლიმთა კავშირი
სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო
ლათინ კათოლიკეთა ამიერკავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია
საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭო
ევანგელისტური ეკლესია
ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია
ევანგელურ-ლუთერული ეკლესია
ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია
სახარების რწმენის ეკლესია
აჰმადია მუსლიმთა გაერთიანება
ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა
მეგობართა საზოგადოება – კვაკერები
სვედენბორგის რელიგიური საზოგადოება
დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია
ხსნის არმია
ევანგელური ეკლესია “ურყევი საფუძველი.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიირაკლი ზარქუა: „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს პარლამენტში არგუმენტირებული პასუხებისა და მწარე სიმართლის მოსმენა მოუწევთ
შემდეგი სტატიაGMC: მკვლელობაში ბრალდებული შსს ჩინოვნიკის მეუღლის ფირმამ 49 მილიონის ტენდერები მოიგო