საქართველოს სახალხო დამცველმა პოლიციის მიერ პარტიის ლიდერის მუხრან ბურჭულაძის უფლებების დარღვევის ფაქტი დაადასტურა

საქართველოს სახალხო დამცველმა პოლიციის მიერ პარტიის ლიდერის მუხრან ბურჭულაძის უფლებების დარღვევის ფაქტი დაადასტურა.

საზოგადოებისთვის ცნობიალია, რომ პოლიციამ კონსტიტუციის დასაცავად მოშიმშილე მუხრან ბურჭულაძეს პარლამენტის შენობის წინ კარვის გაშლის უფლება არ მისცა, რაზეც ლიბერალ დემოკრატების ლიდერმა კანონის ნორმის დასახელება მოითხოვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მას შემზღუდველი მუხლი ვერ დაუსახელა და ვერც დაუსახელებდა, რადგან ასეთი ნორმა კანონში არ არსებობს, რასაც ასევე მოწმობს სახალხო დამცველის დასკვნა.

პარტია ლიბერალ დემოკრატები მოვითხოვთ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან შემდგომ რეაგირებას და კანონდამრღვევი პოლიციის თანამშრომლების საქმის ძიებას.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი – საზოგადოებამ ნათლად დაინახა კიდევ ერთი უბინძურესი შავი პიარის ტალღა
შემდეგი სტატიაერევანში პროტესტის მონაწილეებმა პრემიერ-მინისტრის რეზიდენციის ბლოკირება მოახდინეს (ვიდეო)