საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მარნეულში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მარნეულში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება. მისი თქით, აპარატის თანამშრომლები სიტუაციის დეტალურად გაცნობის მიზნით ადგილზე მიემგზავრებიან.

ომბუდსმენის ინფორმაციით, ფიზიკურად იძალადეს რამდენიმე ადამიანზე, მათ შორის არის სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი მუმლაძე და მედიის წარმომადგენლები (ტელეკომპანია მთავარი, საზოგადოებრივი მაუწყებელი).

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ გამოძიება წარიმართება ოპერატიულად და მოხდება პასუხისმგებელ პირთა სწრაფი იდენტიფიცირება. აღნიშნული მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება საზოგადოებრივი წესრიგისა და არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად.

29 სექტემბერს საღამოს მარნეულში ვითარება დაიძაბა, როდესაც ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება, სავარაუდოდ, საოლქო კომისიებში წევრების დაკომპლექტებამ გამოიწვია. ფიზიკური დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ამთ შორის ენმ-ს მხარდამჭერი და საარჩევნო კომისიის წევრი, ლაშა ქველიძე. ქველიძის თქმით, მათ თავს ქართული ოცნების წევრები დაესხნენ.

თავს დაესხნენ მათავარი არხის და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამრებ ჯგუფს.

მარნეულში დაპირისპირება დღისითაც მოხდა. ცესკოს ინფორმაციით, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში მათ თანამშრომელს სცემეს. დაპირისპირება საარჩევნო კომისიასთან ენმ-ის წევრების აქციის შემდეგ დაიწყო. ქართული ოცნება ძალადობასა და პროვოკაციაში ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ადანაშაულებს.

თავის მხრივ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დაპირისპირებას ქართული ოცნების პროვოკაციას უწოდებს. აქციის მონაწილეების მტკიცებით, ქართული ოცნების წევრები მათთან მივიდნენ, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, ასევე, დავიწყეთ გამოძიება ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელისშეშლის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია: ეს არის ცეცხლთან თამაში და უკიდურესად საშიში პროცესი ჩვენი ქვეყნისათის
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა: მკაცრად აგებთ პასუხს-დედა გეტირებათ