საქართველოს სახალხო არტისტი, ნინო სუხიშვილის დედა, ინგა თევზაძე გარდაიცვალა

84 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა “სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის” ოქ­როს თა­ო­ბის მო­ცეკ­ვა­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი, თენ­გიზ სუ­ხიშ­ვი­ლის მე­უღ­ლე ინგა თევ­ზა­ძე.

ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ნინო სუ­ხიშ­ვი­ლი წერს: “R. I. P. გაგ­ვიფ­რინ­და ჩვე­ნი ლა­მა­ზი ინგა”.

ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, ინგა თევ­ზა­ძე ბოლო წლებ­ში ავად­მყო­ფობ­და.

მო­ცეკ­ვა­ვე და­ი­ბა­და თბი­ლის­ში, 1941 წლის 30 ივ­ლისს და­ი­ბა­და. 1958 წლი­დან სწავ­ლობ­და თბი­ლი­სის ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე. შემ­დეგ სწავ­ლობ­და მოს­კო­ვის ა. ლუ­ნა­ჩარ­სკის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტში, რო­მე­ლიც 1991 წელს და­ამ­თავ­რა.

1961 წლი­დან იყო ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი ცეკ­ვის სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სო­ლის­ტი, 1990 წლი­დან კი – ბა­ლეტ­მა­ის­ტე­რი. ინგა თევ­ზა­ძე მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­და ან­სამ­ბლის მთელ რე­პერ­ტუ­არ­ში. ას­რუ­ლებ­და სოლო პარ­ტი­ებს ცეკ­ვებ­ში: “სიმ­დი”, “აჭა­რუ­ლი”, “მი­პა­ტი­ჟე­ბა”, “დავ­ლუ­რი”, “სა­მა­ია” და სხვა. ან­სამ­ბლთან ერ­თად წარ­მა­ტე­ბით მო­ი­ა­რა თით­ქმის მთე­ლი მსოფ­ლიო.

“თაიმერი” უსამძმრებს სუხიშვილების ოჯახს და ახლობლებს.

 

banner
წინა სტატიაშიარ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები
შემდეგი სტატიადეველოპერული კომპანია „ზიგმა“ ახალ სამშენებლო პროექტს ახორციელებს – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია