25.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ისრაელი 101:90 დაამარცხა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა თბილისში, ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის სპორტის სასახლეში გამართულ ამხანაგურ მატჩში ისრაელის ეროვნული გუნდი 101:90 დაამარცხა.

შეხვედრა სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და პირველი მეოთხედი 8 ქულიანი უპირატესობით დაასრულეს. მეორე 10-წუთიან მონაკვეთში „ჯვაროსნებმა“ ჩამორჩენა აღმოფხვრეს, მეოთხედი 26:16 მოიგეს და ტაიმი თავის სასარგებლოდ — 43:41 დახურეს.

დარჩენილ ორ მეოთხედში თამაში ქულა-ქულაში გაგრძელდა, თუმცა დასკვნით მონაკვეთში ქართველმა კალათბურთელებმა უფრო ზუსტად ითამაშეს და საბოლოო გამარჯვებაც მოიპოვეს.

ისრაელთან შეხვედრა საქართველოს ნაკრებისთვის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებამდე გენერალური რეპეტიცია იყო. ოფიციალურ შეხვედრებს „ჯვაროსნები“ 28 აგვისტოს თბილისში, მონტენეგროს წინააღმდეგ გამართავენ, ხოლო 31 აგვისტოს სტუმრად პორტუგალიას შეხვდებიან.

banner
წინა სტატიაშიდავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე: მორალური და პოლიტიკური სახის საბოლოო დაკარგვაა
შემდეგი სტატიაქართველი ძალოსანი ლევან ძიმცეიშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა