,,საქართველოს საჰაერო სივრცე არ არის იმაზე დაუცველი, ვიდრე რომელიმე ქვეყნის”

თინა ხიდაშელს ნოემბრის ბოლომდე მოხსნიან?

საქართველოს საჰაერო სივრცე არ არის იმაზე დაუცველი, ვიდრე რომელიმე ქვეყნის, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა “ქრონიკისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ ამას მოწმობს ის მოვლენები, “რომლის მოწმენიც ვართ”.
მისი თქმით, “ერთია, როდესაც დაცული გაქვს საჰაერო სივრცე და მსოფლიოში არსებობს წესები, რომლითაც ქვეყნები მოქმედებენ, მეორეა, როდესაც საჰაერო სივრცე დაცული გაქვს, მაგრამ მსოფლიოში არსებობენ ქვეყნები, რომლებიც არაფრად აგდებენ მსოფლიო წესრიგს და საერთაშორისო სამართლის ნორმებს”.
“არიან ქვეყნები, რომლებსაც აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ გადადგან საპასუხო ნაბიჯები და არიან ქვეყნები, რომლებიც არ დგამენ საპასუხო ნაბიჯებს. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ თურქეთი და ბალტიისპირეთი. ორივეგან თანაბრად, ბალტიისპირეთში შეიძლება კიდევ უფრო მეტად, ხდება საჰაერო სივრცის დარღვევა, მაგრამ ყველა ქვეყანა საბედნიეროდ პასუხისმგებლობით ეკიდება შექმნილ ვითარებას”, – განაცხადა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშირიმა ბერაძის კომენტარზე საკრებულო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიავაკეში მომხდარი აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირია