საქართველოს საგარეო უწყება გერმანიაში მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოხატავს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გერმანიაში მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოხატავს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და ამ მძიმე განსაცდელის ჟამს სოლიდარობას უცხადებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასა და ხალხს.
9 თებერვალს, გერმანიაში, ბავარიის ფედერალურ მხარეში, ბად აიბლინგთან მატარებლების შეჯახების შედეგად, არსებული მონაცემებით, დაიღუპა ცხრა და დაშავდა ათეულობით ადამიანი.

banner
წინა სტატიაშიაპირებს თუ არა რუხაძე პოლიტიკაში მოსვლას?
შემდეგი სტატიასაქართველოს ლატარიის კომპანია იყიდება