საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებზე

ყურადღებით ვაკვირდებით ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებს იმ იმედით, რომ მომავალი პროცესები ვენესუელელი ხალხის ინტერესების შესაბამისად განვითარდება, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყება იმედს გამოთქვამს, რომ ვენესუელაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ვენესუელის ხელისუფლების მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების „აღიარების“ გაუქმებას გამოიწვევს.

„იმის გათვალისწინებით, რომ ვენესუელის ხელისუფლებამ საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით საქართველოს ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, გამოვთქვამთ იმედს, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ამ უკანონო გადაწყვეტილების გაუქმებას გამოიწვევს, საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპების შესაბამისად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშირა ვითარებაა გზებზე?! – საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატიაგია ნოდია: “ტრამპის მიერ მადუროს გატაცების ცალსახა შეფასება რთულია, მაგრამ ეს მაინც უფრო კარგია, ვიდრე ცუდი”