საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოხატავს იტალიაში მომხდარი ტრაგედიის გამო

რუსეთი ისევ არღვევს საქართველოს კონტროლირებად საჰაერო სივრცეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოხატავს იტალიაში მომხდარი ტრაგედიის გამო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს 2016 წლის 12 ივლისს, სამხრეთ იტალიაში, ქალაქ ბარისთან ახლოს მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის გამო, რის შედეგადაც დაიღუპა ოცი და დაშავდა ათეულობით ადამიანი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაგრძნობას გამოხატავს გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებისა და ახლობლებისადმი და ამ მძიმე განსაცდელის ჟამს სოლიდარობას უცხადებს იტალიის რესპუბლიკის მთავრობას და ხალხს.

banner
წინა სტატიაში“ქართულ ოცნებაში” პოლიტიკური ლიდერი არ არსებობს
შემდეგი სტატიაპროკურორი : რამდენადაც ვიცით, გუკა რჩეულიშვილს საზღვარი არ დაუტოვებია და ამ განჩინების საფუძველზე მის მიმართ გამოცხადდება ძებნა