საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუნხენის პოლიციის რეკომენდაციებს აქვეყნებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუნხენის პოლიციის რეკომენდაციებს აქვეყნებს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:

“გერმანიის ქალაქ მიუნხენში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ვაქვეყნებთ ცხელი ხაზის ნომერს +491 62 88 55 303. მოვუწოდებთ მიუნხენში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ საკონსულო დაწესებულებას.
გაცნობებთ, რომ მიუნხენის სამართალდამცავებმა გამოაცხადეს განსაკუთრებული შემთხვევის რეჟიმი და პოლიცია მოუწოდებს მოსახლეობას, განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე თავი აარიდონ სახლიდან გამოსვლას,”-ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

https://youtu.be/vNFUnVSAY_Q

banner
წინა სტატიაშიმიუნხენის ყველა რაიონში ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიავრცელდება ახალი ვიდეო-მიუნხენში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა