საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო LIBE-ს კომიტეტის კენჭისყრის შედეგებს მიესალმება

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება LIBE-ს კომიტეტის კენჭისყრის შედეგებს, რაც საქართველოს მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმების აღიარების დადასტურებაა.

“ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საკითხების კომიტეტმა უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ ანგარიშს კენჭი უყარა.

2016 წლის 5 სექტემბერს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საკითხების კომიტეტმა (LIBE) კენჭი უყარა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე მომხსენებლის მარია გაბრიელის (EPP) ანგარიშს საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შესახებ.

მომხსენებლის მიერ წარდგენილ ანგარიში დამტკიცდა კომიტეტის წევრთა დიდი უმრავლესობით. ამასთან, განისაზღვრა ევროპარლამენტის მხრიდან მომლაპარაკებელი ჯგუფის შემადგენლობა, რომელიც მიღებული მანდატის საფუძველზე ევროკომისიასა და ევროკავშირის საბჭოსთან კონსულტაციების მეშვეობით შეათანხმებს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მინიჭებასთან დაკავშირებით 539/2001 რეგულაციაში ცვლილების საბოლოო ტექსტს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება LIBE-ს კომიტეტის კენჭისყრის შედეგებს, რაც საქართველოს მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმების აღიარების და ევროკავშირის პარლამენტის მხრიდან საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკური მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა.
ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე კენჭის ყრისა და რეგულაციის მიღების შემდეგ ცვლილებას დაამტკიცებს ევროკავშირის საბჭო”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ავსტრიასთან ანგარიშით 0:2-ს აგებს
შემდეგი სტატია„თავისუფალ დემოკრატებს“ გვაქვს კომპეტენცია, გამოცდილება და ჩვენ ბოლომდე დავდგებით ქართლის პრობლემების მოგვარების სადარაჯოზე