საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო: გერმანიის მთავრობა არ აღიარებს სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. წარმომადგენლობებს

როგორც უკვე ვიუწყებოდით, თვითაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის სავაჭრო–სამრეწველო პალატის დელეგაცია, მისი პრეზიდენტის გენადი გაგულიას ხელმძღვანელობით, 12–14 სექტემბერს ვიზიტით იმყოფებოდა ბერლინში, სადაც დაესწრო ე.წ. აფხაზეთის სავაჭრო–სამრეწველო პალატის წარმომადგენლობის გახსნას.
ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ კომენტარისთვის მივმართეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს და შემდეგი შინაარსის პასუხი მივიღეთ: “როგორც კი ცნობილი გახდა აღნიშნული ფაქტის შესახებ, ქართული მხარე დაუკავშირდა გერმანელ პარტნიორებს. გერმანია აფხაზეთის რეგიონს მიიჩნევს საქართველოს განუყოფელ ნაწილად;
– შესაბამისად, გერმანიის მთავრობა არ აღიარებს სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. წარმომადგენლობებს, მათ შორის, არც ახალ ე.წ. სავაჭრო წარმომადგენლობას;
– აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ კერძო პირების ინიციატივას და მას არაფერი აქვს საერთო დიპლომატიურ ან ეკონომიკურ წარმომადგენლობასთან;
– გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლები თავიანთ განცხადებებში მუდმივად უსვამენ ხაზს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტირიული მთლიანობის მხარდაჭერას”.
შეგახსენებთ, პრეზენტაცია ბერლინში 13 სექტემბერს გაიმართა. აფხაზური სააგენტო “Абхазия-информ” თავის საიტზე წერდა, რომ ე.წ.წარმომადგენლობა განთავსებულია ბერლინის ერთ–ერთ ფეშენებელურ და საქმიან რაიონში. მას ხელმძღვანელობს გერმანიის მოქალაქე და “აფხაზეთის დიდი მეგობარი” ვოლფგანგ მატცკე.

 

აფხაზი სეპარატისტები ბერლინში სავაჭრო წარმომადგენლობას ხსნიან

banner
წინა სტატიაშიაგვისტოში აფხაზმა სეპარატისტებმა “საზღვარზე” 2 ქართველი დააკავეს
შემდეგი სტატიაუკრაინის პრემიერ-მინისტრი – არ ვიცით, რა მოვუხერხოთ სააკაშვილს