საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ 2016 წლის 7 თებერვალს შორი მოქმედების ბალისტიკური რაკეტის გაშვების გამო. ეს ქმედება, რომელიც წარმოადგენს გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციების დარღვევას, საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას რეგიონსა და მსოფლიოში.

საქართველო იზიარებს აღნიშნული ქმედებებისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის პროტესტს და უერთდება მოწოდებებს კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკისადმი რათა მან განუხრელად შეასრულოს მისი საერთაშორისო ვალდებულებები.

banner
წინა სტატიაშიქართული მხარე ირანთან სავიზო რეჟიმს გააუქმებს
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე-კუმ ფეხი გამოყო