საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დავით ჭოჭუას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

რუსეთი ისევ არღვევს საქართველოს კონტროლირებად საჰაერო სივრცეს

როგორც სამძიმრის წერილშია ნათქვამი, საქართველომ კიდევ ერთი პატრიოტი დაკარგა, რომელიც ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებდა თავისი ქვეყნისთვის.

“ჩვენი უსაყვარლესი მეგობარი დათო ჭოჭუა აღარ არის ჩვენთან. ძალიან დაგვამძიმა ცნობამ მისი გარდაცვალების შესახებ. გამორჩეული ადამიანი, კეთილშობილი, ერთგული, უაღრესად ნიჭიერი. ყველას დაგვაკლდება – მის კოლეგებს, მეგობრებს, უამრავ სტუდენტს. ძალიან უყვარდა თავისი სამშობლო, ჩვენ დავკარგეთ კიდევ ერთი პატრიოტი, რომელიც ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებდა თავისი ქვეყნისთვის. ნათელში იყოს მისი სული. ჩვენი ფიქრები დათოსთანაა”, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი დავით ჭოჭუა 11 დეკემბერს გულის შეტევით გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიბურუნდის დედაქალაქში 40-მდე ცხედარი იქნა აღმოჩენილი
შემდეგი სტატიაკახა მიქაია-რადიკალური ცვლილებების გარეშე, მომავალ არჩევნებში დღევანდელი ხელისუფლების ლეგიტიმაცია დაბალი იქნება