საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სიტყვით მიმართა ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მინისტერიალის მონაწილეებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სიტყვით მიმართა ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მინისტერიალის მონაწილეებს.

საკუთარ გამოსვლაში მან ყურადღება გაამახვილა წლების განმავლობაში საქართველოს აქტიურ ჩართულობასა და მონაწილეობაზე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ასევე საქართველოს მხრიდან უშუალოდ კოალიციის საქმიანობაში ჩართულობასა და მხარდაჭერაზე.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ევროპის კონტინენტსა და მსოფლიოში უსაფრთხოების გამოწვევების მიუხედავად, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის კვლავ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება ტერორიზმსა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. ამ მხრივ მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ ქმედებებზე ტერორიზმის საფრთხეების პრევენციის მიმართულებით, მათ შორის სახელწმიფოს მიერ 2022-2026 წწ კონტრტერორისტული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცებაზე, რომელიც მრავალმხრივი ჩართულობით იქნა შემუშავებული; ასევე ტერორიზმის წინაღმდეგ ეფექტიანობის გაზრდის მიზნით განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და სამართალდამცავი და უსაფრთხოების სტრუქტურების ეფექტიან საქმიანობაზე.

მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას ილია დარჩიაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და ადგილზე არსებულ ვითარებაზე, რომელიც წარმოადგენს უსაფრთხოების თვალსაზრისით გამოწვევას, მათ შორის ადგილზე საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის გამო.

მინისტრიალზე სიტყვით გამოსვლისას მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა პარტნიორებთან კოორდინაციით მომავალშიც შეიტანოს საკუთარი წვლილი მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველყოფის პროცესში.

banner
წინა სტატიაშირუსეთი აშშ-ს უკრაინის ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში ექსპერიმენტების ჩატარებაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაბულგარეთი ბუნებრივ აირს აშშ-სგან შეიძენს