საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან

4 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, სისერო მარტინს გარსიასთან, რომელიც დიპლომატიურ მისიას საქართველოში უახლოეს მომავალში ასრულებს.

მინისტრმა ელჩს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ბრაზილიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის და წარმატება უსურვა მის მომავალ საქმიანობაში.

შეხვედრაზე აღინიშნა ბრაზილიასა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობა და ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა. მხარეებმა განიხილეს საკითხების ფართო სპექტრი, მათ შორის, პოლიტიკური დიალოგის გაგრძელება და ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება.

მინისტრმა ელჩს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ბრაზილიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის. გამოითქვა პარტნიორობის ყველა პრიორიტეტული მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

banner
წინა სტატიაშიგაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩმა, სოფიო ქაცარავამ დედოფალ ელისაბედ მეორეს რწმუნებათა სიგელები გადასცა.
შემდეგი სტატიაიეროდიაკონი კირიონი კორონავირუსით გარდაიცვალა