საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა

მიხეილ ჯანელიძე

სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, სერჟ სარქისიანთან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორი ქვეყნის განსაკუთრებული მეგობრობა და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი. აღინიშნა ბოლო პერიოდში მხარეებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკა, რაც პრეზიდენტისა და მინისტრის შეფასებით, ახალ იმპულსს აძლევს ორმხრივ ურთიერთობას.

ხაზი გაესვა სექტორული მიმართულებით წარმატებულ თანამშრომლობას, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, რაც ხელს შეუწყობს, როგორც ორი ქვეყნის, ასევე მთლიანად რეგიონის განვითარებას. ამ მხრივ ხაზი გაესვა სატრანსპორტო, ენერგეტიკის და სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროებში წარმატებულ თანამშრომლობას. მინისტრმა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიცირებულ რეფორმების პროექტზე, რაც, ასევე ითვალისწინებს ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას.

შეხვედრაზე მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთოხების გარემო და ხაზი გაუსვეს არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობას.

 

banner
წინა სტატიაშიასწლოვანი ხის ნაპირზე გადასატანად ზღვაში გზა გაჰყავთ
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდნენ