საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერლან აბდილდაევთან. აღნიშნული შეხვედრა საქართველოში ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალმაზბეკ ატამბაევის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შედგა.

შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ყირგიზეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, როგორც ორმხრივ, ასევე რეგიონალურ კონტექსტში. ხაზი გაესვა ორ სახელმწიფოს შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებსა და მათი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს.

საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი რეგიონალური მნიშვნელობის პროექტების ფარგლებში სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების აუცილებლობას. განხილულ იქნა ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.

banner
წინა სტატიაშიშს მინისტრის მოადგილე საერთაშორისო დამკვირვებლებს შეხვდა
შემდეგი სტატიააჰმედ იმამყულიევი : ხელისუფლებამ მარნეულში “ენმ”-ს მომხრეების დაკავებები დაიწყო