თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს 4 მიმართულებით კიდევ 13 რეისი გაუქმდა. საუბარია თელ ავივზე, აბუ-დაბიზე, შარჟასა და დუბაიზე.
თელ ავივის მიმართულებით ფრენები გაუქმდა ბათუმის აეროპორტიდანაც.
მგზავრებს, რომლებსაც ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით გაფრენა სურდათ, ამ დრომდე არ აქვთ პასუხები, როდის შეძლეებენ გაფრენას ან დაუბრუნდებათ თუ არა ბილეთის ღირებულება, რომელიც უკვე გადახდილი აქვთ.
მოქალაქეები ამბობენ, რომ კითხვებზე პასუხებს ვერ იღებენ და ფრენების გაუქმების შესახებ, ინფორმაცია მეილის საშუალებით მიიღეს.














