საქართველოს საელჩოებში კომერციული ატაშეები დაინიშნებიან

qumsiashvili

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს საელჩოებში კომერციული ატაშეები დაინიშნებიან.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, კომერციული ატაშეების დაინიშვნასთან დაკავშირებით, ინიციატივა უკვე დამუშავებულია და მთავრობას განსახილველად უახლოეს მომავალში წარედგინება.

„საკანონმდებლო ინიციატივის ერთობლივი პროექტი უკვე შემუშავებულია, რომელიც ეხება კომერციულ ატაშეებს. ეს აპრობირებული მეთოდია. კომერციული ატაშეები დაინიშნებიან ეკონომიკის სამინისტროდან და იქნებიან საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე ელჩის კომპეტანეციის ქვეშ. პროექტის განხილვის შიდა პროცედურები გავლილია და უახლოეს მომავალში მთავრობაზე წარვადგენთ. ჩვენ დავნიშნავთ ეკონომიკურ ატაშეებს მხოლოდ იმ მიმართულებით, სადაც ძალიან აქტიურია სავაჭრო ბრუნვა, თუმცა თავად საელჩოები უნდა იყვნენ ჩართულები ეკონომიკაში. მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშნველოვანია ჩვენი ეკონომიკის განვითარებისათვის, განსაკუთრებით ექსპორტის გაძლიერებისა და ბაზრების მოპოვებისათვის”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიიან კელი: ახლა არ იქნებოდა ჩემგან მიზანშეწონილი, რომ გავაკეთო კომენტარი
შემდეგი სტატია“უნდა გვქონდეს კონკრეტული ფაქტები, რომ რაიმე განცხადება გავაკეთოთ” – სახალხო დამცველი რუსთავი 2-ის საქმეზე