საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს.

საელჩოს ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიმდინარე წლის 15 მაისის 24 საათიდან 19 მაისის 24 საათამდე მოქალაქეებს თურქეთის რამდენიმე ქალაქში ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ.

„კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის 15 მაისის 24 საათიდან 19 მაისის 24 საათამდე მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ თურქეთის შემდეგ ქალქებში: ანკარა, ბალიქესირი, ბურსა, ესქიშეჰირი, გაზიანთეფი, სტამბოლი, იზმირი, კაისერი, ქოჯაელი, კონია, მანისა, საქარია, სამსუნი, ვანი და ზონგულდაქი.

ზემოაღნიშნული წესის დამრღვევი პირი დაჯარიმდება.

კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე:

1. ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 5392208280
2. ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00
3. ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26
4. ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08“ – ნათქვამია თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშირას შეჰპირდა ბიძინა ივანიშვილი 2 საუკუნოვანი ჭადრის ხის გადატანის სანაცვლოდ სოფელ დიდინეძის მოსახლეობას
შემდეგი სტატიაკახეთის საოლქო პროკურატურაში, 5 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების საქმეზე, დაზარალებული არასრულწლოვანის მშობლები მიიწვიეს და პროკურატურის პოზიცია პირადად გააცნეს