საქართველოს რომის პაპი შემოდგომაზე ეწვევა

საქართველოს რომის პაპი ფრანცისკე სექტემბრის ბოლოს ეწვევა. ვატიკანის პრესსამსახურის ინფორმაციით, რომის პაპმა მოწვევა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ისგან და ხელისუფლებისგან მიიღო.

“უპირველეს ყოვლისა, რომის პაპის ვიზიტი საქართველოში უნდა განვიხილოთ არა მხოლოდ რელიგიური თვალსაზრისით, არამედ უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოდის ვატიკანის სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც როგორც სახელმწიფოს მეთაურს საქართველოში მოწვევა ასევე გადასცა საქართველოს პრეზიდენტმა გასულ წელს ვატიკანში ვიზიტისას.

აღსანიშნავია, რომ ვატიკანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო ურთიერთობებში და ეს არის სახელმწიფო, რომელთან ურთიერთობაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კათოლიკურ სამყაროში საქართველოს ცნობადობის ამაღლებისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის მიმართულებით.

გარდა ამისა, წმინდა საყდარი, როგორც რელიგიური სახელმწიფო თავისთავად ორიენტირებულია მშვიდობაზე და განსაკუთრებულ როლს ასრულებს სამშვიდობო პროცესების განვითარებაში“, – განაცხადა პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ.

მისი უწმინდესობა, რომის პაპი ფრანცისკე საქართველოს კავკასიური ტურნეს ფარგლებში ეწვევა და სომხეთსა და აზერბაიჯანსაც ესტუმრება.

banner
წინა სტატიაშითამარ ჟვანია: ნებისმიერ დღეს ცესკო მზად არის, არჩევნების ადმინისტრირება განახორციელოს
შემდეგი სტატიაეროს თაყაძის გასათავისუფლებლად სახელმწიფო უწყებები უკვე მუშაობენ