25.6 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

საქართველოს რკინიგზის ობიექტებსა და მატარებლებს დღეიდან დაცვის პოლიცია გააკონტროლებს

დღეიდან საქართველოს რკინიგზის ობიექტებს დაცვის პოლიციის თანამშრომლები დაიცავენ, – ამის შესახებ ინფორმაციას “საქართველოს რკინიგზა” ავრცელებს.

მათივე ცნობით, გადაწყვეტილება პარლამენტის მიერ 2026 წლის 17 მარტს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე მიიღეს.

„დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ქვეყნის მასშტაბით, 76 ლოკაციაზე, 818 თანამშრომლით სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სარკინიგზო ხიდებსა და გვირაბებს, დეპოებს, სარკინიგზო სადგურებსა და სხვა ობიექტებს 24 საათიან რეჟიმში დაიცავს.

ამასთან, 2026 წლის 3 ივლისიდან, დაცვის პოლიცია სამგზავრო მატარებლებში მგზავრთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიაბაშის “საქართველოს ბანკში” მომხდარი ინციდენტის დეტალები: დაკავებული, სავარაუდოდ, მოქმედი სამხედროა
შემდეგი სტატიაშსს-მ სოციალურ ქსელში ლევან ზაზაძის შეურაცხყოფის საბაბით მისი მეგობარი, გიორგი მელითაური დააჯარიმა