,,საქართველოს რკინიგზის” განცხადება

დასავლეთ საქართველოში ძლიერმა ქარმა საქართველოს რკინიგზის ზოგიერთ მონაკვეთზე ელექტრომომარაგების სისტემა დააზიანა, რის გამოც მატარებლებმა დაგვიანებით შეასრულეს გრაფიკით გათვალისწინებული რეისები.-ამის შესახებ “თაიმერს” საქართველოს რკინიგზიდან აცნობეს

მათივე ინფორმაციით, შექმნილი შეფერხებების აღმოფხვრისთვის სს „საქართველოს რკინიგზის“ ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობის

განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული.

„საქართველოს რკინიგზა“ ბოდიშს უხდის მგზავრებს შექმნილი დისკომფორტისთვის.

banner
წინა სტატიაშიმარიხუანის მოხმარება უნდა იყოს დასჯადი და პოლიცია ამ კანონს ეფექტიანად აღასრულებს-გიორგი გახარია
შემდეგი სტატია,,ჩვენ ვიზრუნებთ პოლიტიკურ ორგანიზაციად გარდაქმნაზე, რომელიც დაეფუძნება ჩრდილოვანი კაბინეტის მოდელს”