საქართველოს რკინიგზის 34 თანამშრომელს საერთაშორისო დონის სერთიფიკატები გადაეცათ

საქართველოს რკინიგზის 34 თანამშრომელს შრომის უსაფრთხოებაში საერთაშორისო დონის სერთიფიკატები გადაეცათ. ამის შესახებ ,,თაიმერს” საქართველოს რკინიგზიდან აცნობეს.

ამ ღონისძიებით დასრულდა საქართველოში Iowa State University-ის მხარდაჭერითა და “ათასწლეულის გამოწვევის ფონდის” დაფინანსებით მიმდინარე საგრანტო პროგრამის მეორე ეტაპი.

უკვე სერტიფიცირებული ტრენერები შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების საკითხებზე სწავლების კურსს საქართველოს რკინიგზის ყველა რეგიონსა და სტრუქტურულ ერთეულში ჩაატარებენ. შეგახსენებთ, რომ მსგავსი პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება. მის ფარგლებში სარკინიგზო კოლეჯის ლექტორების გადამზადებაც მოხდა. აღნიშნული ინიციატივა შრომის დაცვისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების დაძლევასა და თანამედროვე სტანდარტებზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას ემსახურება.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის ადმინისტრაციასთან მობილიზებულია პოლიცია
შემდეგი სტატიაელისო კილაძის სკანდალური ინფორმაცია-დიდი სახელისუფლო სკანდალი !