„საქართველოს რკინიგზა“ ვანესა-მეის კონცერტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სს „საქართველოს რკინიგზა“ ვანესა-მეის კონცერტზე დასწრების მსურველებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

,,6 აგვისტოს „Black Sea Arena“-ზე ვანესა-მეის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის თბილისიდან დამატებითი (#856/855) მატარებელი დაინიშნა. 4 ვაგონიანი სამგზავრო შემადგენლობა ორივე მიმართულებით გადაიყვანს მგზავრებს. მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა 10:25, ურეკში ჩავა 14:51. ურეკიდან გამოვა 7 აგვისტოს 02:00 და ქ. თბილისში ჩამოვა 06:20. აღნიშნულ მატარებლებს გაჩერებები ქობულეთსა და ბათუმშიც ექნებათ.

საქართველოს რკინიგზა ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ!“ – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიახალციხეში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა
შემდეგი სტატიაწალკასა და დმანისში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი კახა ოქრიაშვილი იქნება