„საქართველოს რკინიგზა“ – სამტრედიაში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე გამოძიება მიმდინარეობს

„საქართველოს რკინიგზაში“ სამტრედიაში მომხდარ უბედურ შემთხვევას ეხმაურებიან, რა დროსაც სამომსახურე შენობის აივნიდან მამაკაცი გადმოვარდა.

“სამტრედიაში მოხდა უბედური შემთხვევა, სამომსახურე შენობის აივნიდან, სავარაუდოდ გადმოვარდა სამტრედიის სადგურის თანამშრომელი, მებუნიკე, მამაკაცი, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება”,- ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რკინიგზის სადგურ „სამტრედია I“-ზე სამუშაოს შესრულებისას სამორიგეო კოშკურიდან 56 წლის ადამიანი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაში,,თუ იუსტიციის საბჭო ანა დოლიძის გაწვევის მოთხოვნით სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, ამას ძალიან მწვავე რეაქცია მოჰყვება”
შემდეგი სტატიაპროკურატურაში ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას შვილის დაკითხვა მიმდინარეობს