საქართველოს რკინიგზა მარნეულში მომხდარ შემთხვევაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რკინიგზა მარნეულში მომხდარ შემთხვევაზე განცხადებას ავრცელებს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.

„15 ოქტომბერს, საღამოს დაახლოებით, 21 საათსა და 25 წუთზე მარნეული-შულავერის გადასარბენზე მამაკაცი ლიანდაგზე გადადიოდა, რომელსაც თბილისიდან ერევნის მიმართულებით მოძრავი მატარებელი დაეჯახა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო. საქართველოს რკინიგზა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს“, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.

მარნეულში 30-წლამდე მამაკაცს მატარებელი დაეჯახა.

ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიბესელია თავს არიდებს ისაუბროს ჩანაწერზე, სადაც მას მირზა სუბელიანი კორუფციაში პირდაპირ ადანაშაულებს – სამადაშვილი
შემდეგი სტატიამირზა სუბელიანმა ციხეში თავის მოკვლა სცადა