საქართველოს რკინიგზა კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს

ქუთაისი-ბათუმის მატარებელზე მომხდარ ხანძართან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს და მომხდარის დეტალებს განმარტავს.

„დღეს, 18 დეკემბერს, ქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით 9სთ.35წთ.-ზე გავიდა ელექტრომატარებელი N682. ჯუმათის გადასარბენზე, 67-ე კილომეტრზე, აღნიშნულ მატარებელში მოხდა აალება. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის დროს სამატარებლო ბრიგადამ იმოქმედა ინსტრუქციის შესაბამისად და მოახდინა მგზავრების დროული და უსაფრთხო ევაკუაცია. ყველა მგზავრი დანიშნულების ადგილზე ალტერნატიული ტრანსპორტით იყო გადაყვანილი. მომხდარს ხელი არ შეუშლია, როგორც სატვირთო, ისე სამგზავრო მატარებლების მოძრაობის გრაფიკზე. შემთხვევის შედეგად არ დაზიანებულა სარკინიგზო ინფრასტრუქტურა. აღნიშნული მატარებელი გადაყვანილია სარემონტო დეპოში. მიმდინარეობს მოკვლევა და უახლოეს პერიოდში გაირკვევა აალების მიზეზები“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით მიმავალ სამგზავრო მატარებელს დღეს ცეცხლი გაუჩნდა. შსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში“იმუნო–ჰერბი” გრიპის ვირუსს ამარცხებს
შემდეგი სტატიაალეპოში, სავარაუდოდ, ხალხის ახალი ევაკუაცია დაიწყება