საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

ხარაგაულის გადასარბენზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობის გამო 24 დეკემბერს, ერთი დღით, მსვლელობიდან იხსნება მატარებელი № 12/11 (18/17) თბილისი – ქუთაისი – ოზურგეთი. ასევე საგარეუბნო ელექტრო-მატარებელი №6448/6447 – ხაშური – ზესტაფონი და №635/636 ქუთაისი-საჩხერე.

25 დეკემბრიდან ზემოაღნიშნული მატარებლები აქამდე არსებული განრიგით იმოძრავებენ.

ყველა იმ პირს, ვინც აღნიშნულ რეისებზე შეიძინა სამგზავრო დოკუმენტი, საშუალება აქვთ ბილეთები დააბრუნონ „საქართველოს რკინიგზის“ ნებისმიერ სალაროში. ბილეთის საფასური 100% ანაზღაურდება-აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ – Facebook-ის განცხადება რეაგირებას საჭიროებს
შემდეგი სტატიაბიზნესმენ რამაზ თედორაძის ძმის სახლი გაქურდეს