„საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს

„საქართველოს რკინიგზა“ რამდენიმე გარე სერვისის ხელმისაწვდომობის შეფერხებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების განმარტებით, შეფერხებები ინტერნეტპროვაიდერის შეცვლას უკავშირდება.

განცხადებას „თაიმერი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ინტერნეტპროვაიდერის შეცვლასთან დაკავშირებით, „საქართველოს რკინიგზაში“ ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც 14/12/2018-ში 00:00 საათიდან 15/12/2018 06:00 საათამდე მიუწვდომელი იქნება შემდეგი გარე სერვისები:

სატვირთო გადაზიდვების ერთიანი სისტემა გარე მომხმარებლებისთვის – 14/12/2018 00:00 სთ-დან 15/12/2018 03:00 საათამდე.

კომერციული სალაროებიდან ბილეთების გაყიდვის სერვისი – 14/12/2018 00:00 სთ-დან 15/12/2018 03:30 საათამდე.

ინტერნეტ ბილეთების გაყიდვა – 14/12/2018 00:00 სთ-დან 15/12/2018 03:30 საათამდე.

რკინიგზის კორპორატიული ვებგვერდი – 14/12/2018 00:00 სთ-დან 15/12/2018 04:00 საათამდე.

რკინიგზის კორპორატიული ელექტრონული ფოსტიდან წერილების გაგზავნა და მიღება კორპორატიული ქსელის გარეთ – 14/12/2018 00:00 სთ-დან 15/12/2018 04:30 საათამდე.

„საქართველოს რკინიგზა“ ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, – ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშითელავის მერიამ ოპოზიციას აქციის გასამართად ალტერნატიული ტერიტორია შესთავაზა
შემდეგი სტატიავისაც ეშინია აქ ყველაზე მეტად, ეს არის სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი – არჩილ თალაკვაძე